Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ გაცვლით პროგრამების კონკურსში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამების კონკურსებისთვის აუცილებელი უცხო ენის სერთიფიკატის მოსაპოვებლად ტესტირების თარიღი და რეგისტრაციის ვადები უკვე დავადგინეთ (სასწავლო პროცესის ვადების გათვალისწინებით); განცხადება ანონსის ფორმით თსუ-ს ვებზე დევს და ამ მეილით, გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია გაუზიაროთ პროგრამების ხელმძღვანელებს, ასევე გააზიაროთ ფაკულტეტების ვებ-გვერდებზე ან/და სოციალური მედიის საშუალებით; კერძოდ:

 

ტესტირებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 7 მარტის 15 საათის ჩათვლით მობილობის პროგრამების მართვის პორტალზე (mobility.tsu.ge)

ტესტირება შედგება 2023 წლის 10 მარტს, დილას 10 საათზე თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (საგამოცდო ცენტრის სივრცეში)

ტესტირება გაიმართება 8 უცხოურ ენაში: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, ბერძნული და თურქული

ტესტირების დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა 100-დან) ვალიდურია 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში ორგანიზებული კონკურსებისთვის და 2023-24 სასწ.წ. შემოდგომის სემესტრში ორგანიზებული კონკურსებისთვის

ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს მე-2 სემესტრიდან მე-6 სემესტრის ჩათვლით (ბაკალავრიატი), მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, დოქტორანტურის სტუდენტებს პირველივე სემესტრიდან. 

 

დამატებითი ინფორმაცია ტესტირებაზე და ტესტის ნიმუშები განთავსებულია ჩვენს ვებზე https://tsu.ge/ka/foreign-relations/page/8260